კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლების თარიღი: 15.09.2025
AGATHEA Jewelry არის Mze №1-ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ხელნაკეთ სამკაულებს. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვიყენებთ თქვენგან შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს.
საკითხები:
- რა მონაცემებს ვაგროვებთ?
- როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
- როგორ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
- როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?
- მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავება
- როგორია თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები?
- რა არის „მზა ჩანაწერები“ (Cookies)?
- როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს“ (Cookies)?
- რა ტიპის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) ვიყენებთ?
- როგორ მართოთ თქვენი „მზა ჩანაწერები“ (Cookies)
- სხვა ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
- როგორ დაგვიკავშირდეთ
რა მონაცემებს ვაგროვებთ?
ჩვენი კომპანია აგროვებს შემდეგ მონაცემებს:
- პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.)
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენ პირდაპირ აწვდით ჩვენს კომპანიას შესაგროვებელ მონაცემების უმეტესობას. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, როდესაც თქვენ:
- რეგისტრირდებით ონლაინ ან განათავსებთ შეკვეთას ჩვენი რომელიმე პროდუქტის ან მომსახურებისთვის.
- ნებაყოფლობით ავსებთ მომხმარებელთა გამოკითხვას ან გვაწვდით უკუკავშირს ჩვენს ნებისმიერ ფორუმზე ან ელექტრონული ფოსტით.
- იყენებთ ან ათვალიერებთ ჩვენს ვებსაიტს თქვენი ბრაუზერის ქუქი-ფაილების საშუალებით.
როგორ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს, რათა შევძლოთ:
- თქვენი შეკვეთის დამუშავება, თქვენი ანგარიშის მართვა.
- ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნოთ სპეციალური შეთავაზებები სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეიძლება დაგაინტერესოთ.
როდესაც ჩვენი კომპანია ამუშავებს თქვენს შეკვეთას, მას შეუძლია გაუგზავნოს თქვენი მონაცემები საკრედიტო / საანგარიშსწორებო კომპანიებს და ასევე გამოიყენოს მათგან მიღებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოს თაღლითური შესყიდვები.
როგორ ვინახავთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის დამუშავება
იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის – მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზებების თქვენთვის გასაცნობად.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ ან დაგვეკონტაქტოთ სხვა საკომუნიკაციო არხებზე და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
მოგვწერეთ: contact@mze1.com
როგორია თქვენი უფლებები მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით?
ჩვენს კომპანიას სურს დარწმუნდეს, რომ სრულად იცნობთ თქვენს ყველა უფლებას მონაცემთა დაცვის შესახებ. ყველა მომხმარებელს აქვს შემდეგი უფლებები:
წვდომის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან თქვენი პერსონალური მონაცემების ასლები. შესაძლოა ამ სერვისისთვის მცირე საფასური დაგიწესოთ.
შესწორების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან ნებისმიერი ინფორმაციის შესწორება, რომელიც, თქვენი აზრით, არაზუსტია. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან ინფორმაციის შევსება, რომელიც, თქვენი აზრით, არასრულია.
წაშლის უფლება – გარკვეულ პირობებში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.
დამუშავების შეზღუდვის უფლება – გარკვეულ პირობებში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.
დამუშავებაზე უარის თქმის უფლება – გარკვეულ პირობებში, თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება – გარკვეულ პირობებშ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენი კომპანიისგან ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის, ან პირდაპირ თქვენთვის.
თუ მოთხოვნას წარადგენთ, ჩვენ გვაქვს ერთი თვე თქვენთვის საპასუხოდ. თუ გსურთ ამ უფლებებიდან რომელიმეს გამოყენება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე:
ან მოგვწერეთ: contact@mze1.com
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
რა არის „მზა ჩანაწერები“ (Cookies)?
„მზა ჩანაწერები“ არის ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახება სტანდარტული ინტერნეტ ჟურნალის ინფორმაციისა და ვიზიტორთა ქცევის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. როდესაც ჩვენს ვებსაიტებს სტუმრობთ, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ თქვენგან ინფორმაცია „მზა ჩანაწერების“ ან მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებსაიტს allaboutcookies.org.
როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს“ (Cookies)??
ჩვენი კომპანია იყენებს „მზა ჩანაწერებს“ ჩვენი საიტის გამოყენების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის:
- სისტემაში თქვენი სტატუსის მხარდაჭერის მიზნით;
- იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენ ვებსაიტს.
რა ტიპის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) ვიყენებთ?
არსებობს „მზა ჩანაწერების“ რამდენიმე სხვადასხვა ტიპი, თუმცა, ჩვენი ვებსაიტი იყენებს:
- ფუნქციონალურობა – ჩვენი კომპანია იყენებს ამ „მზა ჩანაწერებს“, რათა ამოგიცნოთ ჩვენს ვებსაიტზე და დაიმახსოვროთ თქვენს მიერ ადრე არჩეული პარამეტრები. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენთვის სასურველ ენას და თქვენს მდებარეობას. გამოიყენება პირველი და მესამე მხარის „მზა ჩანაწერების“ ნაზავი.
- რეკლამა – ჩვენი კომპანია იყენებს ამ „მზა ჩანაწერებს“ ჩვენს ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის, თქვენს მიერ ნანახი კონტენტის, თქვენს მიერ გამოყენებული ბმულების და თქვენი ბრაუზერის, მოწყობილობისა და თქვენი IP მისამართის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ჩვენ ზოგჯერ ამ მონაცემების გარკვეულ შეზღუდულ ნაწილს ვუზიარებთ მესამე მხარეებს სარეკლამო მიზნებისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება გავუზიაროთ „მზა ჩანაწერების“ საშუალებით შეგროვებული ონლაინ მონაცემები ჩვენს სარეკლამო პარტნიორებს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც სხვა ვებსაიტს სტუმრობთ, შეიძლება გაჩვენოთ რეკლამა ჩვენს ვებსაიტზე თქვენი დათვალიერების სქემების საფუძველზე.
როგორ მართოთ თქვენი „მზა ჩანაწერები“ (Cookies)
თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ არ მიიღოს „მზა ჩანაწერები“. ზემოთ მოცემული ვებსაიტი გაცნობებთ, თუ როგორ წაშალოთ „მზა ჩანაწერები“ თქვენი ბრაუზერიდან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთი ფუნქცია არ ფუნქციონირებდეს კორექტულად.
სხვა ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი კომპანიის ვებსაიტი შეიცავს სხვა ვებსაიტების ბმულებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე, ამიტომ თუ სხვა ვებსაიტის ბმულზე გადახვალთ, უნდა წაიკითხოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ცვლილებები ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენი კომპანია რეგულარულად განიხილავს თავის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და განახლებულ ინფორმაციას ამ ვებგვერდზე აქვეყნებს. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 2025 წლის 15 სექტემბერს.
როგორ დაგვიკავშირდეთ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ჩვენი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, თქვენ შესახებ ჩვენს მიერ შენახულ მონაცემებთან დაკავშირებით, ან გსურთ თქვენი მონაცემთა დაცვის უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით: contact@mze1.com
